სოფელი საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბაკურიანი).
მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე მიტარბულის (გუჯარეთისწყლის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ბორჯომიდან დაშორებულია 36 კილომეტრით.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 54 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
48 |
23 |
25 |
2014 |
54 |
30 |
24 |
RirSesaniSnaobebi
სოფლის განაპირას, მდინარის პირზე, დგას X საუკუნის წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. სოფლის ქვემო უბანში, მოქმედ სასაფლაოზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. შემორჩენილ საფლავის ქვათაგან გამოირჩევა ყოჩის ქანდაკება, რომელსაც ზურგზე ეკლესია ადგას. სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტაბაწყურისკენ მიმავალი გზის პირას, კიდევ ერთი ნაეკლესიარის - „მაცხოვრის" - ბუდეა
|